მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

დახვედრის ცერემონია კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

პრეზიდენტს კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ კუკი და საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო დიპლომატიური პროტოკოლის ხელმძღვანელი მიხაილ ბარბულატი. 

სალომე ზურაბიშვილი კიშინეუში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში.

დღესვე გაიმართება შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების დანიშვნის ფარგლებში განხორციელდა.

ფრენები გაიმართება კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები