მაკა ბოჭორიშვილი - ამ პროცესში პოლიტიკური სპექტრის ნაწილი არაფერს აკეთებს, გარდა მავნებლური კამპანიებისა

„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს საქართველოსთვის რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე დარდით „გადაღლილ“ ზოგიერთ ჩვენ კოლეგას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საერთაშორისო არენაზე ავანტიურისტული მოქმედებებით - ქვეყანას და ქართველ ხალხს მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ როგორც პარტნიორი პარტიის დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართული ევროპის სოციალ-დემოკრატთა კონგრესში, რომლის ფარგლებშიც გამართული შეხვედრებისას   საქართველოს ევროპულ პერსპექტივები და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.

"ევროპის სოციალ-დემოკრატების კონგრესმა მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომლითაც ჩვენმა პარტნიორებმა, მტკიცედ მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ასეთივე კონგრესი 2022 წლის მაისის ბოლოს გამართა ევროპის სახალხო პარტიამაც, რომლის პარტნიორი საქართველოს პარლამენტიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

"ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი, ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული პოლიტიკური ჯგუფის და წევრი ქვეყნის მხარდაჭერას სამწუხაროდ, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი, მაისში, მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს ჩვენმა კოლეგებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და სულ „გამორჩათ“, რომ მათი პარტნიორი პარტიის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა დაეფიქსირებინათ კონგრესის დოკუმენტში. საერთაშორისო არენაზე მხოლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებით რომ არიან დაკავებული ჩვენი ოპონენტები გამოჩნდა ევროპის საბჭოს ფარგლებშიც, როდესაც უკრაინის მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში მიხელ საკაშვილის ფრჩხილებში მიწერა მოახერხეს აბსურდული შინაარსით - თითქოს ის არის პუტინის პატიმარი. ეს არის შეურაცხმყოფელი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპულ მომავალს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ მართლაც, სამწუხაროა იმის ყურება თუ რა სიამოვნებით ხართ დაკავებული შინ და გარეთ ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ის რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ბერლინში გამართული კონგრესის ფარგლებში, არაერთხელ გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა მათ შორის, გერმანიის კანცლერმაც. მისივე თქმით, ევროკავშირის მომავალი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბერლინში ევროკავშირის მომავალზე საუბრისას, ევროპელმა პარტნიორებმა.

"საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც გახდება და ევროკავშირის წევრიც, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი არაფერს აკეთებს გარდა მავნებლური კამპანიებისა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთოთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ისტორიულ მომენტში, შექმნათ ქვეყნისთვის დაბრკოლებები, რასაც მოიხმართ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის სულ რამდენიმე დღით და საერთოდ არ ფიქრობთ თუ რა ზიანს აყენებთ საქართველოს და ჩვენს ეროვნული ინტერესებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები