ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მამაკაცს ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. 

თვითმხილველების ინფორმაციით,  ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში სროლას წინ უძღვოდა დაწესებულების წინ ხმაური, რის შემდეგაც მამაკაცის მიმართულებით მანქანიდან ისროლეს.

შემთხვევის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მათ დაზიანებები სროლის დროს, რესტორნის მინის ჩამომსხვრევის შედეგად მიიღეს. სამივე დაშავებული კლინიკებიდან მალევე გაწერეს.

უახლესი ამბები