რუსეთი გაერო-ს ირანული დრონების მიწოდების საქმის გამოძიების გამო ემუქრება

რუსეთი აპირებს "გაეროსთან ურთიერთობის გადახედვას", თუ ორგანიზაცია გამოიძიებს უკრაინის თავზე ჩამოგდებული დრონების მიწოდების საქმეს გამოიძიებს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

კრემლი ამტკიცებს, რომ თავდასხმების დროს რუსეთი "მხოლოდ საკუთარი წარმოების თვითმფრინავებს“ იყენებს.

"ჩვენ გვაქვს დრონების წარმოების საკუთარი ინდუსტრია, რომელიც ქმნის პროდუქტებს ამ კამპანიისთვის, ამიტომ ყველა ბრალდება რჩება ჩვენი დასავლელი კოლეგების სინდისზე“, - განაცხადა პოლიანსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი "გადააფასებს ურთიერთობებს“ გაერო-ს სამდივნოსთან და ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში.

"ვიმედოვნებთ, რომ სამდივნო და თავად გენერალური მდივანი აღარ დაარღვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს, არ გასცდებიან თავიანთ ტექნიკურ მანდატს და თავს შეიკავებენ არალეგალურ გამოძიებაში მონაწილეობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი თანამშრომლობის გადაფასება", - განაცხადა პოლიანსკიმ.

უკრაინამ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. 18 ოქტომბერს კი საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  უკრაინასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივა გაახმოვანა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები