შოლცი - გადამწვარი მიწის ტაქტიკა პუტინს ომის მოგებაში ვერ დაეხმარება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს. 

"ჩვენ არ დავტოვებთ მოსკოვის ბოლო ესკალაციას უპასუხოდ... გადამწვარი მიწის ტაქტიკა ვერ დაეხმარება რუსეთს ომის მოგებაში. ეს მხოლოდ გააძლიერებს უკრაინის და მისი პარტნიორების ერთიანობას და მტკიცე გადაწყვეტილებას", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პარლამენტში გამოსვლისას, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო მასიური სარაკეტო დარტყმის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, პუტინი ენერგიას და შიმშილს იარაღად იყენებს, მაგრამ დასავლეთის ერთიანობის დარღვევა არ გამოუვა.

გარდა ამისა, შოლცმა გერმანელი დეპუტატებისადმი მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მუშაობს ენერგიის ფასების შემცირებაზე, თუმცა ევროკავშირის მიერ გაზის ფასებზე ლიმიტის დაწესებამ შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

მსგავსი სიახლეები