ბორის ჯონსონი შესაძლოა, ისევ დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდეს

ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ ბორის ჯონსონმა შესაძლოა, კვლავ იბრძოლოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოსტზე.

The Times წერს, რომ ჯონსონი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და მიაჩნია, რომ ეს "ეროვნული ინტერესების“ საკითხია. ამ დროისთვის ის მხარდამჭერებისგან სიგნალებს იღებს. The Times-ის ცნობით, ჯონსონს სჯერა, რომ მას შეუძლია კვლავ უხელმძღვანელოს კონსერვატორებს.

ასევე, გამოცემა "კონსერვატიული პარტიის" რამდენიმე წევრზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჯონსონის დაბრუნება სრულიად შესაძლებელია.

ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა.

ბოლო გამოკითხვის მიხედვით, სწორედ ჯონსონი განიხილება მის პოტენციურ მემკვიდრედ. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი სულ რაღაც ექვსი კვირის წინ დატოვა.

უახლესი ამბები