"თუ მხარს დაუჭერთ რუსეთის აგრესიას, ჩვენ გიპასუხებთ", - უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუს სამხედროებს მიმართავს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსის მოქალაქეებს და სამხედროებს მიმართა, უკრაინის წინააღმდეგ ომში შესვლის შესახებ ხელმძღვანელობის ბრძანებები არ შეასრულონ.

"ჩვენ საუკუნეების მანძილზე მეგობრობა გვაკავშირებდა, თუმცა დღეს ბელარუსის ხელმძღვანელობა ემზადება შეუერთდეს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს ბელარუსისთვის. თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ გიპასუხებთ. გიპასუხებთ ისევე მკაცრად, როგორც ვპასუხობთ ყველა ოკუპანტს უკრაინის ტერიტორიაზე მთელი შეიარაღებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით. ჩვენ ეს არ გვსურს, მოვუწოდებთ ბელარუსის ყველა მოქალაქეს, არ შეასრულოთ თქვენი ხელმძღვანელობის ბრძანებები, არ გაინაწილოთ პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებებზე, თუ მაინც გაიძულებენ საზღვრის გადმოკვეთას, არ გამოიყენოთ იარაღი, ასეთ შემთხვევაში თქვენ არავინ გესვრით, თქვენ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ და დარწმუნებული ვართ, გააკეთებთ", - აღნიშნულია მიმართვაში. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ბელარუსიდან ოკუპანტების შესაძლო შეჭრის შესახებ განაცხადა, თუმცა უკრაინელი სამხედროების თქმით, სამიზნე შესაძლოა, კიევი არ იყოს.

გენშტაბში ასევე აღნიშნეს, რომ სიტუაცია მუდმივად კონტროლდება და უკრაინის შეირაღებული ძალები ადეკვატური რეაგირებისთვის მზად არის.

მსგავსი სიახლეები