ვიტალი კლიჩკო - კიევისკენ გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოგდებულია

დედაქალაქისკენ გასროლილი ყველა რაკეტა ჩამოგდებულია, - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს.

"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა. მადლობა ჩვენს დამცველებს!

საჰაერო განგაში ჩართულია. დარჩით თავშესაფრებში, დაიცავით თქვენი უსაფრთხოება.დაზოგეთ ელექტროენერგია და გაითვალისწინეთ მისი მიწოდების ლიმიტები", - წერს კლიჩკო.

კიევის ოლქის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი "ტელეგრამზე" წერს, რომ კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში ჩამოგდებულია ოკუპანტების რაკეტა.

"მსხვერპლი და ნგრევა არ არის, ნამსხვრევები ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს შესანიშნავი მუშაობისთვის", - წერს ნებიტოვი.

22 ოქტომბრის დილას უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მტრის რაკეტები დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. უკვე ცნობილია აფეთქებების შესახებ ოდესაში, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ჩერნივცის ოლქებში, ასევე ლუცკსა და რივნეში, კიევის ოლქში ოკუპანტების რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები