ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერობისთვის აღარ იბრძოლებს

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისთვის ბრძოლას აღარ აპირებს.

მისი თქმით, ახლა "უბრალოდ არასწორი“ იქნება კენჭისყრა, რადგან "შეუძლებელია მთავრობის ეფექტური მართვა, თუ პარლამენტში არ იქნება ერთიანი პოლიტიკური ძალა“.

"ვფიქრობ, ბევრი რამ მაქვს შესათავაზებელი, მაგრამ ვშიშობ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო", - აღნიშნა ჯონსონმა.

ამგვარად, კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობის ოფიციალურად ორი კანდიდატი - ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი და თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტი იბრძოლებენ.

გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ სუნაკი ყველაზე შესაფერისია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის.

უახლესი ამბები