ნიკა სიმონიშვილი - შესაძლებელია, ასეთი შემთხვევაც ვიხილოთ, რომ საერთოდ შემცირდეს სასჯელის ვადა

შესაძლებელია, ასეთი შემთხვევაც ვიხილოთ, რომ საერთოდ შემცირდეს სასჯელის ვადა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას არ გაამართლოს, თუმცა სასჯელის ვადა 6 თვემდე შეუმციროს. 

"პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ეს იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი. სააპელაციო სასამართლოში არსებობს  რამდენიმე შესაძლებლობა:  ძალაში  დარჩეს ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. მეორე, რომ შეიცვალოს გადაწყვეტილება  და გამართლდეს ნიკა გვარამია. მესამე - არც მწვადი დაწვას და არც შამფური სასამართლომ და ბოლოს ისე გამოვიდეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვოს,  მაგრამ სასჯელის ნაწილში შეიცვალოს და გადაიხედოს განაჩენი. ნოემბრის ბოლოსთვის თუ გადაიდება განაჩენის გამოცხადება, მისი დაკავებიდან  ნახევარი წელი ემთხვევა და ნახევარი წელი არის თავისუფლების აღკვეთის მინიმალური სასჯელის ვადა. შესაძლებელია, ასეთი შემთხვევაც ვიხილოთ, რომ საერთოდ შემცირდეს სასჯელი“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები