ეკა გიგაური - "ქართული ოცნების" მიზანია, გააძლიეროს კლანი სასამართლოში

"ქართული ოცნება" ჩვენ დღეს გვეუბნება -  არ მაინტერესებს რა შეფასებები ექნება ჩვენს  დასავლელ პარტნიორებს,  არ გვაინტერესებს მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კლანის წარმომადგენელი მოსამართლეების დანიშვნა „ქართული ოცნების“ მკაფიო ანტიდასავლურ  განაცხადს წარმოადგენს.

"ქართული ოცნების" მიზანი არის ის,  რომ გააძლიეროს კლანი სასამართლოში. ასევე რა თქმა უნდა, მათ აქვთ ვალდებულები ამ ადამიანებთან რადგან,  კლანის წარმომადგენლები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ უკვე სასამრთლოში,  შიგნით მიღწეული იქნეს ის მიზანი, რა მიზანიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნებოდა ამდენი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.

"ქართული ოცნება" ჩვენ დღეს გვეუბნება, რომ  არ მაინტერესებს რა შეფასებები ექნება ჩვენს  დასავლელ პარტნიორებს,  არ გვაინტერესებს მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ძალაუფლება, ჩვენი სკამები. ეს მოსამართლეები ადრე ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას და დღეს უკვე ემსახურებიან ამ ხელისუფლებას. მათთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს,  ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია, ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება“, -განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები