მამუკა არეშიძე - რადგან ალიევმა ეს ნაბიჯი გადადგა და სამშვიდობო ფორმატზე სასაუბროდ თბილისში ჩამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ თბილისის ჩართულობა შეთანხმებულია ძალის ცენტრებთან

რადგან ალიევმა ეს ნაბიჯი გადადგა და სამშვიდობო ფორმატზე სასაუბროდ თბილისში ჩამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ თბილისის ჩართულობა შეთანხმებულია ძალის ცენტრებთან, როგორც სამხრეთთან, ასევე დასავლეთთან, - ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს როგორც მედიატორის როლი  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც  და ამ ფორმატს ხელშეწყობა სჭირდება. 

"თუ მოვახერხეთ,  რომ  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თბილისის ჩართულობით სამშვიდობო პროცესის ფორმატი  შენარჩუნებული იქნა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ცხადია,  ამ პროცესს  სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორები  ექნება, ეს არ მოეწონება არც რუსეთს და  არც ანკარა იქნება მთლად კმაყოფილი. თურქეთი მზად იქნებოდა მოლაპარაკებისთვის თავის რომელიმე ქალაქი შეეთავაზებინა,  მაგრამ ზუსტად იმ სპეციფიური ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სომხეთისათვის ნაკლებად სანდოა თურქეთი, ამიტომაც  შერჩეული იქნა საქართველო. 

გარემოებებიდან და დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,  როგორც ჩანს, ეს კარგი გამოსავალია.  

რადგან ალიევმა ეს ნაბიჯი გადადგა და  სამშვიდობო ფორმატზე  სასაუბროდ თბილისში ჩამოვიდა, ეს ნიშნავს,  რომ თბილისის ჩართულობა სამშვიდობო პროცესში  შეთანხმებულია ძალის ცენტრებთან, როგორც სამხრეთთან, ასევე დასავლეთთან.  მოსკოვს ახლა ამისთვის არ სცალია,  შეიძლება საქმის კურსში ჩაეყენებინა. ახლა შეათანხმეს უკვე ქართულ მხარესთან, ამას ნიშნავს ეს ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ახლა მნიშვნელოვანია ამ პროცესის ხელშეწყობა და გაფართოება“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერის  საჭიროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ სომხეთი თანახმა იქნება, აზერბაიჯანს,  სომხეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო კონსულტაციები დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები