ელენე ხოშტარია - ეს გაერთიანება უნდა იდგეს მყარ გაგებაზე, რომ თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, არ არსებობს ქვეყნის პერსპექტივა

ეს გაერთიანება უნდა იდგეს მყარ გაგებაზე, რომ თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, არ არსებობს ქვეყნის პერსპექტივა, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან" და "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად პროევროპული გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ოპოზიციამ ხალხს უნდა აჩვენოს,  რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა. 

"რაში მდგომარეობს ალტერნატივა? - ჩვენ შეგვიძლია ეს ცვლილება, ცალკე მეც ვამხელ, გიორგი არ ჩერდება, ზურა არ ჩერდება სხვადასხვა ფორმებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა ჩვენი რესურსების, პოლიტიკური, ადამიანური რესურსების, ინფორმაციული რესურსების კოორდინირება და გაერთიანებაა, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ხალხის მოტყუება, რომ ჩვენ გავხდით ახლა ერთი მონოლითი. 

ეს გაერთიანება უნდა იდგეს მყარ გაგებაზე, რომ თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, არ არსებობს ქვეყნის პერსპექტივა. 

ეს მყარი გაგება ახლა  მთლიან ოპოზიციაში არ არის. ადამიანი როდესაც ამბობს, რომ ეს კანონი გავიტანოთ ან ამ კომისიაში შევიდეთ, ეს ნიშნავს, რომ მას სჯერა "ოცნების“, - განაცხადა ხოშტარიამ. 

მისი თქმით, ამ გაერთიანების შექმნის საკითხებზე მთელი ზაფხულის განმავლობაში მუშაობდნენ  და ამ დროისათვის მათი ხედვები ძირითად საკითხებზე შეჯერებულია. 

"მთელი ზაფხული ვმუშაობდით, სწორედ ამ პოზიციების შემოწმებაზე.  ჩვენ არ გვინდა  დავდგეთ ერთად და მერე აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა პოზიციებზე ვართ. 

ამ წუთისთვის მე შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩემს, ზურასა და გიორგის შორის  ამ სტრატეგიულ ხედვაზე არის  სრული თანხმობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები