აშშ-ის საელჩოსა და "კონსტრუქტ2"-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და "კონსტრუქტ2"-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

გრანტის ფარგლებში, "კონსტრუქტ2"-ის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის ამაღლდეს ცნობიერება პროფესიული განათლებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ და გაიზარდოს ქალი სტუდენტების ჩართულობა  მამაკაცების მიერ დომინირებული პროგრამების მიმართლებით.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენის“ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"კონსტრუქტ2“ 2017 წელს შეიქმნა და ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და "ბიქეი ქონსთრაქშენის“ საერთო პროექტია. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე პროფესიული კულტურის განვითარებაზე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები