ეკა გიგაური - ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, საუბარი იყო მის ოჯახზე, პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში გამოწვევები არსებობს.

"ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე. წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში, ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. გვინდა, ერთად ვისაუბროთ, როგორ შევებრძოლოთ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქვეყანა ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, საუბარი შეეხებოდა მის ოჯახს და არა პარტიას და პარტიის დაფინანსებას.

"არა, პარტიაზე არ იყო საუბარი, მის ოჯახზე იყო საუბარი, პირადზე და მას ეს არ უარყვია. პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა“, – განაცხადა ეკა გიგაურმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დისკუსიას მართავს თემაზე, „პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“. დისკუსიაში  პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები