სახდელების დაკისრება თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განმარტებით, ცვლილების შედეგად კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება, ცვლილება  ეხება დარღვევებს როგორც სანქციების, ასევე ზოგადად დარეგულირების ნაწილში.  

მომხსენებლის თქმით, სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტი თანაბარ პირობებში ჩადგება, რაც მუნიციპალიტეტებში სოციალურ და ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები