ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ქართულ ოცნებას" ადამიანების ზუსტად ის რაოდენობა ჰყავს ბიუჯეტზე დასმული, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის ჭირდება

"ქართულ ოცნებას" ადამიანების ზუსტად ის რაოდენობა ჰყავს ბიუჯეტზე დასმული, რაც ჭირდება არჩევნებში გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტიკოსმა და დიპლომატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ხალხის უკიდურეს სიღარიბეზე აგებული ეს სისტემა საბოლოოდ მომავალს ართმევს მთელ ქვეყანას. 

"ქვეყანაში რეკორდულად მაღალი არის სოციალურად დაუცველთა რაოდენობა - 700 ათასი. რეკორდულად მაღალია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უბრალოდ გააფორმეს სსიპებსა და აიპებში, განსაკუთრებით რაიონებში. რომ ნახოთ, რა რაოდენობა სჭირდება "ქართულ ოცნებას“ ამა თუ იმ რაიონში გამარჯვებისათვის საკმარისი ხმების მისაღებად, აღმოაჩენთ,  რომ ზუსტად ის რაოდენობა ყავთ ბიუჯეტზე დასმული. თითოეული ადამიანის შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს 200 და 300 ლარზე.  ეს სტერეოტიპად ქცეული ფრაზა, რომ არჩევნებს ხახვის და კარტოფილის ფასად ყიდულობენ, მართალი არ არის. სინამდვილეში, ისინი არჩევნებს ყიდულობენ იმით, რომ  თითოეული რაიონში 200 და 300 ლარი დანიშნული აქვს დაახლოებით იმ რაოდენობას, რაც ჭირდებათ არჩევნებში გამარჯვებისთვის. 

ინფლაცია და ფასების ზრდა დღეს ისეთია, რომ ეს თანხაც არ იწვევს კმაყოფილებას.  ის ადამიანებმაც კი,  რომლებიც შიმშილის გამო თანხმდებიან,  მისი ოჯახის რომელიმე წევრი აიპში გააფორმონ, რომ ოჯახს რაღაც შემოსავალი ჰქონდეს, იციან,  რომ ამ პირობებში მომავალი არ აქვთ. 

უბედურება ისაა, რომ საბოლოო ჯამში, ეს კორუმპირებული სისტემა მთელ ქვეყანას ართმევს მომავალს, მათ შორის მათაც,  ვინც ახლა "ქართული ოცნების“ კმაყოფაზე ზის. ქვეყნიდან გარბის ის ხალხიც ვინც 2020-ში 41 შემოხაზა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები