მაკრონი ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ კიევს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება, - ამის შესახებ მაკრონმა ზელენსკის დღეს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი ქვეყნის სრული მობილიზება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სწრაფი გაზრდისთვის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საკითხში.

"პრეზიდენტმა მაკრონმა ასევე გაახმოვანა გადაწყვეტილება, დაეხმაროს უკრაინას ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმ პირობებში, როდესაც რუსებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ქვეყნის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი გაზრდის მხარდაჭერას ამ კუთხით", - ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შესახებ, რომელიც აზიანებს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სიტუაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სადაც რუსული არმიის ზეწოლა უკრაინელ პერსონალზე უფრო მეტ საფრთხეს უქმნის სადგურის უსაფრთხოებას.

"ორი პრეზიდენტი შეთანხმდა 13 დეკემბერს პარიზში საერთაშორისო კონფერენციის მოწყობაზე, რათა შენარჩუნდეს ქვეყნის სტაბილურობა ზამთრის პერიოდში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები უკრაინის სხვა პარტნიორებთან. გარდა ამისა, პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ფრანგული კომპანიების მობილიზებას, რომელიც გაიმართება 12 დეკემბერს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები