ნიკა ჩიტაძე - პრეზიდენტს თუ თავმოყვარეობა აქვს და გულწრფელია, როდესაც საუბრობს ევროპულ ინტეგრაციაზე, აუცილებლად უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია

საქართველოს პრეზიდენტს თუ თავმოყვარეობა აქვს და გულწრფელია, როდესაც საუბრობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მან აუცილებლად  უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია,  - ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.  

მისი თქმით, გამორიცხული არ არის ვითარება იმდენად შეიცვალოს რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგას. 

"ნიკა გვარამიას არაფერი ჭირს  შესაწყალებელი,  ის არის უდანაშაულო და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებებით არის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული.  მართალია, პრეზიდენტმა ჯერჯერობით ვერ გამოჩინა ნება მისი შეწყალების, მაგრამ არ არის გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს. პრეზიდენტი, შეიძლება, აქამდე ცდილობდა არ დაეწვა ხიდები ოცნებასთან და უშუალოდ,  ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სულ უფრო იძაბება ურთიერთობები პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის,  ფაქტობრივად, პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ,  აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს. საქართველოს პრეზიდენტს თუ თავმოყვარეობა აქვს და ის ამავე დროს გულწრფელია, როდესაც საუბრობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მან აუცილებლად  უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია. გვარამიას რეალურად შესაწყალებელი არაფერი სჭირს, მაგრამ კარგია ქვეყნისთვის, რომ ის იყოს ციხის გარეთ, ისევე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. არ არის გამორიცხული პრეზიდენტმა გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები და ეს ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ თბილისის  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,   გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით  ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს  მიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები