გიორგი რუხაძე - ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ, ამ ვიზიტს აღარ მივიღებდით

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ, ამ ვიზიტს აღარ მივიღებდით, - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრ - GSAC“-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას  განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერზე რეაგირებს,  რაც რუსეთს ეხება და რეალურად,  ქვეყანა იქცა რუსეთის დანამატად, რომელსაც ოდესღაც ქონდა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.  

"ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის უპატივცემულობა, რასაც რეაგირება სჭირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ,  რომ საქართველოს ხელისუფლება აღარაფერზე რეაგირებს, რაც რუსეთს ეხება. ჩვენ რეალურად გადავიქეცით რუსეთის დანამატად სახელმწიფოდ, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა ევროპული და ევროატლანტიკური ამბიციები. ფაქტობრივად, აღარაფერი აღარ ხდება ამ მიმართულებით.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ ბელარუსის პრეზიდენტი იყო და შემდეგ ბელარუსისა და  რუსეთის დელეგაცია, ეს იმის გამოძახილია, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს მსგავს თემებზე. მერწმუნეთ, ლუკაშენკოს ვიზიტზე რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ, დღეს ამ ვიზიტს არ მივიღებდით. "ქართული ოცნების" პოლიტიკაა, რომ რეალურად იქცნენ რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოდ“,  - განაცხადა გიორგი რუხაძემ. 

მისი თქმით, საქართველოს ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტებიც ცხადყოფს ხელისუფლების პრიორიტეტებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტები ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ევროპული პერსპექტივა, არც კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მიღება დ არც ზოგადად, ამ მიმართულებით სვლა. ერთადერთი ვიზიტი, რომელიც ამ ბოლო დროს მან განახორციელა ევროპაში,  ეს იყო უნგრეთი. მართალია, ევროკავშირის სახელმწიფოა უნგრეთი და მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ორბანის მხარდაჭერის ქონას, სჯობს, ეს მხარდაჭერა საერთოდ არ გვქონდეს. პრემიერს თუ უნდოდა ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის მიღება, უნგრეთის შემდეგ ავსტრიაში უნდა წასულიყო, გერმანიაში ან სხვაგან, მაგრამ ვხედავთ,  რომ ის წავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სრულიად გაუგებარია რა მიზნით. რა პრიორიტეტებით ხდება ამ მიმართულებით ამდენი თანხების ხარჯვა. ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებში არ არის ევროკავშირთან ინტეგრაცია.ევროკავშირი ელოდება ჩვენგან 12 პუნქტის შესრულებას თუმცა ამ მხრივ წინსვლა არ არის და ამის მაგალითია ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება. არადა, პირდაპირ წერია 12-პუნქტში ეს საკითხი“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები