ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს.
"მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა, რომ ირანი მალე გათავისუფლდება.
"არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.