ნინო დოლიძე - პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შესაძლებლობა და დაეხმაროს საქართველოს ევროპულ პროცესს

საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შესაძლებლობა და დაეხმაროს საქართველოს ევროპულ პროცესს, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"სახალხო დამცველმა, ასევე, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა არაერთხელ თქვეს, რომ ნამდვილად, ის მსჯავრი, რომელიც შეუფარდეს, იმ დარღვევას არ შეესაბამება, რომელიც დაფიქსირდა და რეალურად, პოლიტიკური მოტივი ნამდვილად იკვეთება. თქვენ იცით, რომ ნიკა გვარამიას საქმე არ არის შიდა საქმე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებიც - აშშ და ევროკავშირიც, ძალიან ხშირად საუბრობენ და მათი მხრიდანაც მოლოდინი იყო, როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება 12 რეკომენდაციიდან ორს - მედიაგარემოს თავისუფლებას და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება აზიანებს არა მხოლოდ მართლმსაჯულების და მედიის ნაწილს, არამედ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, კანდიდატის სტატუსისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდეთ, ახლა ასეთი მდგომარეობაა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით მივმართეთ. გვგონია, რომ ახლა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შესაძლებლობა და ასე დაეხმაროს საქართველოს ევროპულ პროცესს“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები