არჩილ გამზარდია - დღეს პროცესი ძალიან ახლოსაა ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შინაარსთან

დღეს პროცესი  ძალიან ახლოსაა ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შინაარსთან,  -  ამის შესახებ Front News-ს ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ "ხალხის ძალის" მიერ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული წერილის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, "ხალხის ძალა“ ხელისუფლებას ნიადაგს უმზადებს შემდგომი ნაბიჯებისთვის.

"ეს არის ხელოვნურად შეკოწიწებული ძალა, არ ვიცი, რა ფორმატში დაშანტაჟებული ადამიანები წარმოადგენენ მას, ეწევიან ღია პროპაგანდას, კადრულობენ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ არ კადრულობს. 

რაც შეეხება მედიაზე თავსხმას, ისედაც რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ მედიასაშუალებებს და ამ ფონზე ცდილობენ კიდევ დამატებით გზების ძებნას, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. თანამედროვე ავტორიტარული ფორმები ხანდახან ფორმალურად ერთ-ორ კომპანიას მაინც ტოვებენ, დღეს ვხედავთ, რომ  პროცესი ძალიან ახლოსაა ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის შინაარსთან, ძალისხმევა აქეთაა მიმართული და "ხალხის ძალაც“ ამ რეჟიმში მუშაობს, რომ ნიადაგი შეუქმნას ხელისუფლებას რაღაც მოქმედებისთვის და მეორეს მხრივ, არასახელისუფლებო მედიის დისკრედიტაცია მოახდინოს“, - განაცხადა გამზარდიამ.

უახლესი ამბები