პროკურატურის წინ კოჯრის მცხოვრებლები აქციას მართავენ

პროკურატურის  წინ კოჯრის მცხოვრებლები აქციას მართავენ, ისინი თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ. 

საქმე კოჯრის კოტეჯებიდან  სოციალურად დაუცველების გამოსახლებას ეხება. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ კოტეჯებში ისინი 20 წელზე მეტია, ცხოვრებენ. 

მათი განცხადებით, ნებართვა მიღებული ჰქონდათ, როგორც თბილისის მერიიდან, ასევე  ადგილობრივი გამგეობიდანაც.  ახლა კი  მიუვიდათ თბილისის მერიიდან შეტყობინება,  რომ ტერიტორია გასხვისდა და მათ საცხოვრებლები საჩქაროდ უნდა დატოვონ.  შენობების დატოვებაზე უარის თქმის შემდეგ კი კომპანიის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი დაანგრიეს.  

მოქალაქეების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა არ აქვთ და ალტერნატიულ საცხოვრებლებს ითხოვენ. ამასთან ისინი ითხოვენ გამოძიების დაწყებას, თუ რამდენად  კანონიერად მოხდა ტერიტორიის გასხვისება. 

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოციალურად დაუცველები  პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები