გია ხუხაშვილი - ხელისუფლების ოპტიმიზმი განპირობებულია არა მათი სიძლიერით, არამედ ოპოზიციის სისუსტით

ხელისუფლების ოპტიმიზმი განპირობებულია არა მათი სიძლიერით, არამედ ოპოზიციის სისუსტით, - ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის  მიხედვით ქართულ ოცნებას 25% მხარდაჭერა აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა კი  3-დან 1%-მდე მერყეობს. 

ხუხაშვილის თქმით, ამ კვლევით ხელისუფლებას არაფერი აქვს საამაყო, მაგრამ ის ოპოზიციის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას აჩვენებს.  

"რეალობას ასახავს ეს შედეგები, ხელისუფლებას არაფერი აქვს საამაყო, მასაც დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, როდესაც მმართველ ძალას მხოლოდ 25% უჭერს მხარს, ამაში კარგი არაფერია.  

ოპოზიცია კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია, ეს რა თქმა,  უნდა აძლევს „ოცნების“ წევრებს იმის იმედებს, რომ 2030 წლამდე ხელისუფლებაში იქნებიან.  ხელისუფლების ოპტიმიზმი განპირობებულია არა მათი სიძლიერით, არამედ ოპოზიციის სისუსტით. ასეთია მოცემულობა დღეს. კონკრეტულ პროცენტებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს კვლევა აჩვენებს რეალურ სურათს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები