იაგო ხვიჩია - შეუძლებელია, ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი

შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია "გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

"მე არ მინდა, რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს. ამას ამ წუთას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2% გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1% ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2% აქვს ამავე კვლევით, არც ერთი ადამიანის რეიტინგი არ გაიზომა. მე მაინტერესებს ასეთი რამ შემთხვევით ხდება, თუ გვებრძვიან და სპეციალურად აჩენენ რაღაცნაირ შუღლს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. 

საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები