გია ხუხაშვილი - პრობლემა არა პარტიების ერთად დაჯდომასა და მოლაპარაკებაშია, არამედ ამომრჩევლის უნდობლობაში

პრობლემა არა პარტიების ერთად დაჯდომასა და მოლაპარაკებაშია, არამედ ამომრჩევლის უნდობლობაში, - ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა სამი პარტიის მიერ ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივის თემაზე განუცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ამოცანა ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაა. 

"აცდენილები არიან საერთოდ იმ პრობლემებს, გზას, რამაც შეიძლება მათ ელექტორალური ფასი გაუზარდოთ. კამერულ სიტუაციაში ერთმანეთთან მოლაპარაკებით არ წყდება ის პრობლემები რაც მათ აქვთ, პრობლემა არა პარტიების ერთად დაჯდომასა და მოლაპარაკებაშია, არამედ პრობლემა  არის  ამომრჩევლის უნდობლობაში. თუ ხალხის ნდობა არ დაიბრუნეს, ელექტორალური ბაზა არ გაზარდეს, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, შედეგად რა უნდა მიიღონ?“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 12%, "საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ - 3%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, "სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძეს“ - 2%„დროა - ელენე ხოშტარიას“ - 2%.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები