G20-ის სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს G20-ის სამიტში მონაწილეობაზე, კრემლი ცდილობს დაიცვას იგი პოტენციური მაღალი დონის დაძაბულობისგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, - ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, პუტინი ამ გადაწყვეტილებით თავიდან აიცილებს დაპირისპირებებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელმაც კრემლის ხელმძღვანელს სამხედრო დამნაშავე უწოდა. რუსული მხარე ასევე შეშფოთებულია, რომ ევროპელი ლიდერები სამიტზე პრეზიდენტს თავს აარიდებენ.

ამავდროულად, რუსეთი პუტინის ნაცვლად სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გაგზავნას გეგმავს.

მარტში ბაიდენმა განაცხადა G20-დან რუსეთის გარიცხვის აუცილებლობის შესახებ უკრაინაში შეჭრის გამო, რამაც გამოიწვია ყველაზე დიდი კონფლიქტი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ასევე გააჩინა ბირთვული შიში.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე ნეიტრალური პოზიციის შესანარჩუნებლად, თუმცა სამიტზე სტუმრად მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა სამიტში, რომელსაც პუტინი დაესწრებდა. ზელენსკი G20-ს სავარაუდოდ, ონლაინ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები