ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა თბილისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

"თბილისის მერი კახა კალაძე კორუმპირებულია“, - ეს იყო გზავნილი აქცია-პერფორმანსის, რომელიც თბილისის მერიის წინ გაიმართა.

აქცია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოეწყო. 

საინფორმაციო დაფებზე წარმოდგენილი იყო პროექტები, რომლებიც შესაძლოა, კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდეს. ღონისძიების მსვლელობისას კი სიმბოლურად ისმოდა აუდიოჩანაწერი, - "მეტროსადგურ გოცირიძეს მატარებელი გაუჩერებლად გაივლის“, რომელიც უკვე მესამე წელია, მეტროს მგზავრებს ესმით, რადგან გოცირიძის სადგურის რეაბილიტაციის დასრულება უკვე მესამედ გადაიდო. 

გაჭიანურებულ და უხარისხოდ შესრულებულ  სამუშაოებში აქციის მონაწილეები თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ ქსელებს უკავშირებენ.

უახლესი ამბები