იან ლიპავსკი - უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ

ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა საქართველოსა და იმ ქვეყნების მეტად მხარდაჭერა, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ.

"პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მინდა, კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი. ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მისივე თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით მოძრაობაში.

"საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელებისთვის და რაც მნიშვნელოვანია, 12-პუნქტიანი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც მოცემულია ევროპული საბჭოს მიერ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ უნდა განახორციელოს ძალისხმევა, რათა შეასუსტოს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და მოახდინოს ძალისხმევა, რომ შეიქმნას სოლიდური დემოკრატიული, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის ძირითადი საკითხი, რათა შესრულდეს  მიზნები და მიღებულ იქნას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ხელშესახები შედეგები მიგვიყვანენ პროგრესამდე", - განაცხადა იან ლიპავსკიმ.

უახლესი ამბები