საპატრიარქოში მონაზონი გარდაიცვალა

საპატრიარქოში მონაზონი გარდაიცვალა

საპატრიარქოში მცხოვრები მონოზონი თეოფანია გარდაიცვალა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სქემონოზონ თეოფანიას დაკრძალვა პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში შედგება. 

"9 ნოემბერს, ოთხშაბათს, 73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონოზონმა თეოფანიამ (ათანასია, სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდოვადან, უფრო ზუსტად გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას.

ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს.

სქემონოზონ თეოფანიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში; გამოსვენება კი მოხდება საქართველოს საპატრიარქოდან 13:00 საათზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები