გიორგი ბარამიძე - ამ პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა

კარგია არჩევნები, ამ პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.  

მისივე თქმით, პარტიასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან საუბრის საშუალება არ ჰქონია, თუმცა იცის მისი პრინციპი.  

"მიშასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია,  მაგრამ ვიცი,  რა პრინციპი ექნებოდა მიშას. მიშა იტყოდა - არავითარ შემთხვევაში,  არ დაუშვათ პარტიის შიგნით  რაიმე ისეთი, რომელიც მტერს გაახარებს, არავითარ შემთხვევაში  არ დაუშვათ ის,  რომ ნაცვლად გაძლიერებისა, "ნაციონალური მოძრაობაზე“ ილაპარაკონ, რომ შიგნით განხეთქილებაა და დაჯგუფებებია. 

კარგია არჩევნები, ყველაფერი სიახლე ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდიოდა და უნდა წამოვიდეს, დარწმუნებული ვარ, ამ პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა,  გამოვა ისეთი, რომ ჩვენ ვანახებთ ქოცებს,  როგორ შეიძლება იყოს დებატები, მათ შორის ღია დებატები პარტიაში“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები