გიორგი ბარამიძე - მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

გიორგი ბარამიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

"მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას. ბორინკას მიხედოს "ოცნებამ“. ცვლილებების მომხრეა ყველა, მათ შორის ნიკა მელია. ბუნებრივია, "ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება მანდატის განახლება საზოგადოებისგან. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის პარტია, სადაც მარტო ორი-სამი კაცი იღებს გადაწყვეტილებას, სადაც ვიღაცები რაღაცებს ინაწილებენ და მეორე პლანზეა ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ერის ინტერესები. მანდატი პარტიამ ხელახლა უნდა მიიღოს და ყველამ ამ სულისკვეთებით უნდა მიიღოს მონაწილეობა. კანდიდატებზე მაქვს დადებითი აზრი. ყველას აქვს პლუსი და მინუსი, გააჩნია ვინ, როგორ მოიქცევა.

"ნაციონალურ მოძრაობაში“, სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, სჯა-ბაასი, კამათი, ზოგჯერ ცხარე, ოღონდ გვქონდა პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების წინაშე უნდა გვქონდნეს. დარწმუნებული ვარ, ყველა კანდიდატურა არის ღირსეული, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეტად ცნობილია, ვინ ნაკლებად. ალბათ, სხვებიც დასახელდებიან. ყველა ჩემი მეგობარია, თანამებრძოლები არიან", - განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები