სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

სტამბოლის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიჭრა. 

ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

"დღეს, დაახლოებით 16:20 საათზე ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილზე ჩვენი პოლიცია, სამედიცინო სამსახური, მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. არიან მსხვერპლი და არიან დაშავებულები. დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა სტამბოლის გუბერნატორმა.

შემთხვევის ადგილზე ათეულობით სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული, ტერიტორია სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.