თურქეთში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

"ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა თავდამსხმელის მიერ აფეთქების შედეგად, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალია. 6 ადამიანი დავკარგეთ, მათგან 4 შემთხვევის ადგილზე. დაშავებულია 81, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ოქტაიმ.

მისი თქმით, თურქეთი იპოვის დამნაშავეს სადაც არ უნდა იყოს და  ის, ვინც თავდასხმის ორგანიზების უკან დგას, პასუხს აგებს.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქამდე 53 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

უახლესი ამბები