თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი - თავდამსხმელი სავარაუდოდ, ქალია, თურქეთი იპოვის ყველა დამნაშავეს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში აფეთქება სავარაუდოდ, ქალმა განახორციელა.

მისივე თქმით, თურქეთი იპოვის დამნაშავეს, სადაც არ უნდა იყოს და  ის, ვინც თავდასხმის ორგანიზების უკან დგას, პასუხს აგებს.

"ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა თავდამსხმელის მიერ აფეთქების შედეგად, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალია. 6 ადამიანი დავკარგეთ, მათგან 4 შემთხვევის ადგილზე. დაშავებულია 81, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ოქტაიმ.

აფეთქება სტამბოლის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქამდე 53 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.