სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც "ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება "სახალხო დაცვის შენაერთებს" შტაბბინა აქვთ. 

"დაახლოებით ექვსი წელია, არ მომხდარა ისეთი ტერორისტული ინციდენტი, როგორც გუშინ სტამბოლში მოხდა. მხოლოდ წელს 200-მდე ტერორისტული ინციდენტი აღვკვეთეთ. როგორც ერი, როგორც ქვეყანა, თქვენ გადაიხდით დიდ ფასს ჩვენს დაკარგულ სიცოცხლეზე. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენს გეოგრაფიაში დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. ვიცით, რა გზავნილის გადმოცემა სურთ მათ, ვინც ამ აქციას ახორციელებს. ჩვენ მივიღეთ ეს შეტყობინება. 

პირი, რომელმაც ბომბი დადო, დაკავებულია. მანამდე, კიდევ 21 ადამიანი დავაკავეთ. ტერორიზმის სახე მწარეა, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, რაც არ უნდა ფასი დაჯდეს“,- განაცხადა თურქეთის შს მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა.