მაკრონი - ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ, თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

"ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ მათი გულიდან, სტამბოლიდან. 

ჩვენი გზავნილი თურქ ხალხს: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო. ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, – წერს ემანუელ მაკრონი "ტვიტერზე“.

2015 წლის 13 ნოემბერს რადიკალმა ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერია განახორციელეს. თავდასხმებს მაშინ 130 ადამიანი ემსხვერპლა, 416 კი დაშავდა.

სტამბოლის ცენტრში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად კი 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა.

უახლესი ამბები