გუბაზ სანიკიძე - სად არის საქართველო? აი, ბიძინას "სიბრძნე", არც აფხაზეთზეა ლაპარაკი და არც ცხინვალზე

რუსეთს კოლექტიურმა დასავლეთმა ულტიმატუმი წაუყენა, სადაც ნახსენები არ არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, აი, ბიძინას "სიბრძნე“! -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების სავარაუდო ვერსიაში საუბარია უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანაზე. 

"დაუდასტურებელი ინფორმაციით, პუტინს დასავლეთმა შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია, გარდა ყირიმისა. ყირიმში უკრაინული ჯარი არ შედის, 7 წლის განმავლობაში სტატუსი იქნება "ჩამოკიდებული“. 7 წლის შემდეგ ჩატარდება საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით რეფერენდუმი. 

რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები ყირიმიდანაც და შავი ზღვის ფლოტმა უნდა დატოვოს სევასტოპოლი. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და ბელარუსია- უკრაინის საზღვარზე 100 კილომეტრის დაშორებით უნდა აიკრძალოს მძიმე ტექნიკის ყოფნა. ამავე ულტიმატუმში წერია მოლდოვის საკითხი, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვოს დნესტრისპირეთის ტერიტორია.  კითხვა არის - სად არის საქართველო? აი, ბიძინას "სიბრძნე“, არც აფხაზეთზეა ლაპარაკი და არც ცხინვალზე“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ ცივილიზაციური დაპირისპირების დროს რუსეთის მხარე აირჩია, რამაც ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები