მეუფე სვიმეონი - მრევლმა გადაწყვიტა, ამ ქართული საქმისთვის მომიყვანეს ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ამხელა საქმეს ნორმალურად ვემსახურო

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის განცხადებით, 120 ათას დოლარიანი ღირებულების ავტომობილი მრევლმა "ქართული საქმის" საკეთებლად აჩუქა.

მისივე თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა მრევლი ახალი ავტომობილის შეძენას.

"მე დიდი ხნის წინაც შემეძლო და მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს - მე მათდამი და მათ ჩემდამი. უარს ვამბობდი. ახლა მოხდა ისე, რომ მრევლმა გადაწყვიტა. წირვაზე მივდიოდი - გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო - გზაში დავრჩით. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ გეტყვით. მრევლმა გადაწყვიტა, არაერთმა, რომ ამ დიდი საქმისთვის, ბანასთვის, ამხელა საქმეს და ქართულ საქმეს ვემსახურები, ამ ქართული საქმისთვის მომიყვანეს ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ამხელა საქმეს ნორმალურად ვემსახურო", - განაცხადა მეუფე სვიმეონმა. 

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, 120 000 დოლარიანი Land Cruiser შეიძინა. ინფორმაცია თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000$ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს! 

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები", - წერს დეკანოზი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები