პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტში გაწერილია რა იგულისხმება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმებად და მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენად.

კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ცვლილების შეტანა პროექტში, რომლის თანახმად, აღნიშნული საკითხზე პასუხისმგებელი  მთავრობა იქნება.

"ჩვენ შემოგთავაზეთ პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და ეს ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან შეფასდა როგორც ინტერსთა კონფლიქტი და სპეკულაციურად გამოიყენეს, რომ თითქოს ჩვენ ამით ავცდით უკრაინულ მოდელს.  გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შევა კანონპროექტის ყველა მუხლში და პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საკითხის კენჭისყრამდე წარედგინებათ.

კანონპროექტით, ასევე, წესრიგდება შემდეგი საკითხები: პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები და ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვის საკითხი.

პროექტით, კანონის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 1 ივნისი, ხოლო კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება 2033 წლის 1 ივნისიდან.

კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები