ჯო ბაიდენი - ნაკლებსავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან იყო ნასროლი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან იყოა ნასროლი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო ნასროლი, მაგრამ ვნახავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნების ლიდერები მის მიერ ინიცირებულ საგანგებო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ გამოძიებას და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში პოლონეთში 15 ნოემბერს.

ბაიდენის თქმით, შემდგომი ნაბიჯები მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ყველაფერი გაირკვევა.

15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. მომხდართან დაკავშირებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები