სტოლტენბერგი - არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა ნატო-ს წინააღმდეგ

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის თავდავცის ძალებს უკავშირდება, თუმცა ეს უკრაინის ბრალი არ არის.

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთია, რომელიც ომს აგრძელებს.

"უნდა დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა ნატო-ს წინააღმდეგ. 

ჩვენი წინასწარი მოკვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინული რაკეტა, რომელიც გაისროლეს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, რათა მოეგერიებინათ რუსული რაკეტა, მაგრამ ნება მომეცით განვმარტო: ეს არ არის უკრაინის ბრალი, რუსეთია პასუხისმგებელი ამ ინციდენტზე, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები