ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებული კამპანია - "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" გაიმართა.

პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა.

"სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კამპანიაში - "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და ონელმა მოქალაქეებმა, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.

იაშვილის კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი სისტემატურად ესაჭიროებათ.

დონორული სისხლისგან წარმოებს სისხლის კომპონენტის დამზადება და როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკების მომარაგება. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა, მათი განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სისხლის გადასხმა გახდეს, ამიტომ ვირუსუსაფრთხო სისხლის გარანტი კი თქვენ ხართ - უანგარო დონორი.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებმაც ნებაყოფლობით და უანგაროდ გაიღეს სისხლი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მიიღებს მსგავს ჰუმანურ და ბავშვების სიცოცხლისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კამპანიაში მონაწილეობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრმა მოზარდმა დროულად შეძლოს გამოჯანმრთელება და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები