მიხეილ ყაველაშვილი - სრულიად სამარცხვინო განცხადებაა და ამას ვერ მივიღებთ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. 

მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი გამიზნულად ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიზნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. 

"სამარცხვინო დამოკიდებულებაა, რათა როგორმე, ხელისუფლება ხალხისგან გამიჯნონ - თითქოს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, 85%-ს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს და საქართველოს ხელისუფლებას ეს არ სურს. ეს სრულიად სამარცხვინო განცხადებაა და ამას ვერ მივიღებთ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. რეფორმებთან დაკავშირებით, პროცესი ღიაა.

საქართველოს ხელისუფლება, ყველასთან, ანგარიშვალდებულებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, და რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს სულ ესაა“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები არის საქართველოს დასჯის მცდელობა, რადგან ხელისუფლება ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

"ეს არის დამსჯელი შანტაჟი, საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა, რადგან საქართველოს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესზე დამყარებული, გონიერი პოლიტიკის წარმოება მათთვის მისაღები არ არის. ჩვენ, „ხალხის ძალა“, ამ თვეების განმავლობაში, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგები ვიყავით“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები