თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ მოზარდს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლეებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას.

საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ლეიკემიით გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილის ცხედარი 44 000-დოლარიანი დავალიანების გამო თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის მორგში 5 დღე იყო დასვენებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები