ხათუნა ლაგაზიძე - აღარ არსებობს კონსოლიდირებული ძალა, რომელიც გადაიბარებს ხელისუფლებას

მთავარია, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნებისმიერი მმართველობის პირობებში, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნისათვის არანაკლები გამოწვევაა,  რომ მმართველი ძალის ალტერნატივა არ ჩანს, ვიდრე ის, რომ ასეთი ძალა არის მმართველობაში. 

"მთავარია, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნებისმიერი მმართველობის პირობებში. ჩვენ თუ ახლა დაველოდეთ "ქართული ოცნების" ცვლილებას, შეიძლება ამ უნიკალურმა, ასწლეულობით ნანატრმა შანსმა ისე ჩაგვიქროლოს, რომ კარგა ხანი, ან საერთოდ აღარ მოგვიბრუნდეს. 

დღეს უპირატესია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რის შემდეგ შეიძლება უკვე ყველაფერი გაცილებით უკეთ დალაგდეს.  მერე შეიძლება ფიქრი როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება. 

"ქართული ოცნება" დღეს იმასაც ეუბნება დასავლეთს, რომ შენ იძულებული ხარ მიმიღო ასეთი, რადგან ალტერნატივა უბრალოდ, არ არსებობს. ცუდი და კარგი კი არა, ოპოზიცია აღარ არსებობს.  აღარ არსებობს კონსოლიდირებული ძალა, რომელიც გადაიბარებს ხელისუფლებას. დასავლეთიც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. არანაკლებ დიდი გამოწვევაა  დღეს ოპოზიციის ასეთ მდგომარეობაში არსებობა, ვიდრე "ქართული ოცნება" როგორიც ხელისუფლების სათავეში“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები