თინა ხიდაშელი - საქართველოს ათასობით მოქალაქეს დაარტყამს ეს პირობითობა

30 წლის თავზე ისეთ ვითარებაში  ვართ, რომ  შესაძლოა აშშ-ს  უპირობო პარტნიორობა გადაიხედოს, რაც იქნება უზარმაზარი პრობლემა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

მისი თქმით, ის პერსპექტივა, რის შესახებაც ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საუბრობდა, უმძიმესი დარტყმა იქნება საქართველოსთვის. 

"შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ჩვენს დახმარებას და მხარდაჭერას არასდროს ჰქონია  პირობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ რომ უპირობო და უალტერნატივო იყო.  იქედან დაწყებული როდესაც შიმშილი იყო ჩვენს ქვეყანაში,  ხორბალს და ზეთს გვიგზავნიდა ამერიკის შეერთებული შტატები გემებით, ჯაველინების მხარდაჭერით გაგრძელებული, დღეს უცებ ვისმენთ, რომ 30 წლის თავზე ისეთ ვითარებაში  ვართ, რომ შესაძლოა,  სწორედ ეს უპირობო პარტნიორობა გადაიხედოს, ეს იქნება უზარმაზარი პრობლემა. საქართველოს ათასობით  მოქალაქეს დაარტყამს ეს პირობითობა. ისე არაა, რასაც კობახიძე და მისი კოლეგები ამბობენ,  სინამდვილე სულ სხვაა, აშშ-ის ფინანსურმა დახმარებამ გადაარჩინა ათი ათასობით ქართველი მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამით, აშშ-მა ყველაზე დიდი დახმარება გაგვიწია კოვიდის დროს. 

ტყუილის ტირაჟირება ხდება მუდმივად კობახიძისა და მისი პარტიული კოლეგების მხრიდან. 6 მილიარდი დოლარია არასამხედრო დახმარება, რაც მარტივი ძებნით მოვიძიე და ცალკე ამბავია,  რა მასშტაბის პროგრამებს აფინანსებს საქართველოში პენტაგონი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამხედრო დახმარების თვალსაზრისით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრობლემა არ იქნება თუ აშშ საქართველოს დახმარებას გადახედავს, რადგანაც გამოყოფილი დახმარების ძირითადი ნაწილი მაინც არასამთავრობო სექტორს ხმარდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები