ვახტანგ გომელაური სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა და დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა. გუნდმა ცოტა ხნის წინ ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი დაიკავა და საერთაშორისო კორპორატიული თასის მფლობელი გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გამარჯვებულ სპორტსმენებს ჩემპიონობა მიულოცა, მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თანამშრომლებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს საფეხბურთო გუნდის წევრებს სამომავლო ასპარეზობებზე მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებული ჩემპიონატი ნოემბრის დასაწყისში, თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი ტურნირის ფინალში გავიდა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის გუნდს "YAPI KREDİ“-ს დაუპირისპირდა.

ქართველმა სპორტსმენებმა თურქი მეტოქეები დაამარცხეს ანგარიშით - 7:0 და საერთაშორისო კორპორატიული თასი მოიპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები