იაგო ხვიჩია - მედიასაშუალებებში გავხსნათ სადისკუსიო სივრცე და დასავლეთმა დაინახოს, რომ გვყოფნის ენერგია ქვეყნის ინტერესები დავიცვათ

"მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზებულ გარემოში ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით, პრობლემები არის როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან. პრობლემა არის ის, რომ მედია საუბრისთვის ორივე მხრიდან დაკეტილია. ჩვენი ამოცანაა დეპოლარიზაცია, რასაც ჩვენი ევროპელი კოლეგები ელოდებიან“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

მისი თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის შესასრულებლად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური დისკუსიებისთვის მედია საშუალებები გაიხსნას.

"მოგმართავთ,  გავხსნათ სადისკუსიო სივრცე, დავიწყოთ ლაპარაკი ოპოზიციასთან, თუ საკამათოა ვიკამათოთ სტუდიებში და საბოლოო ჯამში, დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, გვყოფნის ენერგია, ქვეყნის ინტერესები დავიცვათ.    მოდი ვაჩვენოთ ევროპელებსაც რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარს იწყებს“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები